logo
ENG



"არჩევნები, მთავრობის ანტიდემოკრატიული რიტორიკა" - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოზე

08 ოქტ 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/g57rdcag5xdv66v.jpg

"დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში" - ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა.

მან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, მმართველი გუნდის ანტიევროპულ რიტორიკასა და 2024 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ძლიერი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის.

მისივე თქმით, მთავრობის ცრუ ბრალდებები და დეზინფორმაცია "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და "თავიდან აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით".

"26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მისცეს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.

გასულ დეკემბერს, როცა საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მთავრობისთვის, განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები იმისთვის, რომ გახსნილიყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, ამის ნაცვლად კი მმართველმა პარტიამ შემოიღო კანონები, რომლებმაც ქვეყანა დააშორა ამ მიზნებს. მასობრივი პროტესტების მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ზიანს აყენებს მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, იყო თავიდან შემოტანილი და მიღებული. ასევე სხვა კანონები, რომლებიც სტიგმატიზებას ახდენს ლგბტ თემის და ეს კანონებიც იყო მიღებული. გაიზარდა ასევე ანტი-ევროკავშირის რიტორიკა.

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიულ რიტორიკას ევროკავშირმა უპასუხა შესაბამისი ზომებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები მინიმალურამდეა დაყვანილი, ასევე 30 მილიონიანი დახმარება არის შეჩერებული და ასევე, დახმარების პორტფელის გადასინჯვა ხდება. ჩვენ მაქსიმალურად მოვუწოდებდით ხელისუფლებას, შეეწყვიტა თავისი ქმედებები და ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

ამ ზომების გაუქმება შესაძლებელია და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გააუქმოს კანონები, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩვენ მოვისმინეთ ყალბი ბრალდებები და სამარცხვინო დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს მმართველი პარტია, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის მხრიდან, რომ დასავლეთი ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას - ეს არის მიუღებელი, ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობისთვის.

აღნიშნული ნარატივები ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს. ევროკავშირი ფარდას ახდის ასეთ ყალბ ნარატივს და უპასუხებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და მომავალი საპარლამენტო იქნება ძლიერი ტექსტი საქართველოს დემოკრატიისთვის. საარჩევნო კამპანიას უკვე ჩირქად მოეცხო მმართველი პარტიის ქმედებები, დაპირების ჩათვლით, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და ძალისხმევის თვალსაზრისით, შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოება. ასეთი ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას, თუ ეს ზომები იქნება განხორციელებული, ისინი ნამდვილად შეეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყველა იმ პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნების პროცესს, რომ ის იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, რაც ნამდვილად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა თავიდან შეხედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და კიდევ ერთხელ აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]


close დახურვა